საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

«რეგიონული განვითარების შესახებ» კანონზე მუშაობა იწყება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-26

საქართველოს მთავრობა «რეგიონული განვითარების შესახებ» კანონზე მუშაობას იწყებს, - კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კანონი რეგიონების მდგრადი განვითარების, ეკონომიკური აღმავლობისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კანონპროექტის დახვეწაზე მუშაობა გაგრძელდება, რის შემდეგაც მთავრობა მას განსახილველად პარლამენტს წარუდგენს.

„რეგიონული განვითარების შესახებ" კანონს საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს.
რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომისიის სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი და რეგიონების გუბერნატორები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური