საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრები ყვარელში ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასს და რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ყვარელში უმასპინძლა. სტუმრებმა ისტორიული ღვინის საცავი-გვირაბი დაათვალიერეს და ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, რუმინელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად, ქართული ღვინოები დააგემოვნა. პრემიერ-მინისტრები ტრადიციული, ეროვნული კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.

ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები, UEFA - ს სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრებად, საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ესტუმრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური