საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ვალერიუ სტრელეტს მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვალერიუ სტრელეტს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

საქართველოს მთავრობის მეთაური მოლდოველ კოლეგას წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

„საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერდება და მეგობრობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და ევროპულ მისწრაფებებს. დარწმუნებული ვარ, ტრადიციული მეგობრობა და სანდო პარტნიორობა მომავალშიც გაღრმავდება სხვადასხვა კუთხით, განსაკუთრებით, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური