საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ლიტვის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-03

მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ამ საოცარ ქვეყანაში, შესანიშნავ ქართველ ხალხთან, - ამის შესახებ ლიტვის ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განაცხადა.
ლიტვის ახალ ელჩს პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა შეხვედრისას ორი ქვეყნის განსაკუთრებულ, მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.
მთავრობის მეთაურმა ლიტვის ახალ ელჩს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური