საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გერმანიის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-03

საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბეტინა კადენბახმა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და მეგობრული კავშირების განმტკიცების იმედი გამოთქვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური