საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სივრცითი მოწყობის კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-29

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის შემუშავების პროცესში საქართველო წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს, - დავალება სამთავრობო კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

კომისია დეტალურად შეისწავლის, როგორ მოხდა წამყვან ევროპულ ქვეყნებში სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმის შემუშავება, რის შემდეგაც შეირჩევა კომპანია, რომელიც საქართველოს ანალოგიური სქემის შემუშავებაში კონსულტაციას გაუწევს.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური