საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-24

შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის რეფორმა და ადამიანის უფლებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ახალი ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა საქართველოს მთავრობისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპის საბჭოს აქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„საქართველო მზად არის, განაგრძოს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული მიღწევების გამყარების პროცესში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.
შეხვედრაზე საუბარი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს და კონფლიქტისპირა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას შეეხო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური