საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერის განცხადება თბილისის ,,დინამოსა'' და აზერბაიჯანის ,,გაბალას'' მატჩის შესახებ ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-04

შეშფოთებული ვარ თბილისის „დინამოსა" და აზერბაიჯანის „გაბალას" მატჩის შემდეგ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მეგობრული ურთიერთობა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და აზერბაიჯანელ ხალხთან. აზერბაიჯანი საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სახელმწიფო არავის მისცემს უფლებას, მსგავსი სახის პროვოკაციული ქმედებებით ჩრდილი მიადგეს ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ აზერბაიჯანთან. მე უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეისწავლოს, ჰქონდა თუ არა ადგილი გავრცელებული ინფორმაციაში მოყვანილ ფაქტებს და, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოახდიონოს შესაბამისი რეაგირება კანონის სრული დაცვით.