საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-02

საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი გეოსტრატეგიული პროექტები და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქმენეთის პრეზიდენტის საუბრის მთავარი თემა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვს და თურქმენეთის სამთავრობო დელეგაციას, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
საუბრისას, ასევე ხაზი გაესვა საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა, საერთო ინტერესების სასარგებლოდ, გაგრძელდება.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური