საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჯოკო ვიდოდოს სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს უცხადებს.
„უდიდესი მწუხარებით შევიტყვეთ ინდონეზიაში, მედანში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამბავი. მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ინდონეზიის მთავრობასა და ხალხს. ამ მძიმე წუთებში, ჩვენ ვდგავართ მეგობარი ინდონეზიელი ხალხის გვერდით და თანავუგრძნობთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი უღრმესი სამძიმარი და გულწრფელი თანადგომა", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური