ელექტრონული პეტიციების პორტალი იქმნება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-06-03

2  

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის, - ინიციატივას, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალური კონფერენციაზე ისაუბრა, საფრანგეთის დელეგაციის დადებითი შეფასება მოჰყვა.

ელექტრონული პეტიციების პორტალი - Ichange.ge კიდევ უფრო აამაღლებს საზოგადოების მონაწილეობას ქვეყნის მმართველობაში და გააძლიერებს მთავრობის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტებს. ელექტრონულ პეტიციაზე 5 ათასი ხელმოწერის შემთხვევაში, საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გავა. ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება.

ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პრემიერმა სპეციალური შოურუმი დაათვალიერა, ასევე კონფერენციის დელეგატებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური