საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი იტალიელ ხალხს რესპუბლიკის დღეს ულოცავს ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-29

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იტალიელ კოლეგას, მატეო რენცის და იტალიელ ხალხს, ეროვნულ დღესასწაულს - რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

„საქართველო აფასებს მეგობრულ ურთიერთობებს იტალიასთან, ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანასთან. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე - ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და გადაიზრდება ფართომასშტაბიან პარტნიორობაში ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და იტალიელ ხალხს", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური