საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

ეკონომიკური საბჭოს სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-28

2

გარდაბნის თბოელექტროსადგურის პროექტში საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის შემოსვლის საკითხი და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე მოიწონეს კანონის პროექტი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, რომელიც მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებისთვის მთელ რიგ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.
კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური