საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორვატიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხორვატი კოლეგა, ზორან მილანოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ხორვატიის გამოცდილების გაზიარება, საუბრის მთავარი თემები იყო.
მთავრობის მეთაურებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე საქართველოს ერთგულება ევროპული არჩევანისადმი კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხორვატ კოლეგას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური