საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

სამუშაო სადილი აშშ-ის დელეგაციასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-06

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის კონგრესის დელეგაციას, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტის წევრ ჯო უილსონის ხელმძღვანელობით, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
საუბრის მთავარი თემა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სამუშაო სადილზე მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების უდიდეს მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური