საქართველოს მთავრობა – 2015 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2015-05-03

მწუხარებას გამოვთქვამ დიდი რეჟისორის - ბატონ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო.
რეზო ჩხეიძის შემოქმედებას, მის ნიჭიერებას მსოფლიო იცნობს. ჩვენთვის ის განსაკუთრებით ძვირფასი და საამაყო ადამიანი იყო. ბატონმა რეზომ დაგვიტოვა არაერთი კინოშედევრი და შექმნა დაუვიწყარი სახეები. ერთხელ ვისაც უნახავს მისი "ჯარისკაცის მამა" , შეუძლებელია მისი შემოქმედების თანაზიარი არ გამხდარიყო.
სამწუხაროა, რომ წავიდა ჩვენგან ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კინოს ფენომენის შექმნაში და თავისი კვალი დაამჩნია თითოეული ჩვენგანის სულს.
ვუსამძიმრებ ბატონი რეზოს ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს.
ჩემი დავალებით შეიქმნება რეზო ჩხეიძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია და დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს მთავრობა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი