საქართველოს მთავრობა – აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ ზედამხედველობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს (საქართველოს პრემიერ მინისტრი) მიერ ზედამხედველობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში


სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამე წარმოდგენილ იქნა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა მიერ მიღებული 203 ნორმატიული აქტი, მათ შორის, ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულო/მთავრობა/მერი) 126 ნორმატიული აქტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 18, ხულოს მუნიციპალიტეტის 5, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 15, ქედის მუნიციპალიტეტის 17, შუახევის მუნიციპალიტეტის 12 დადგენილება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან - აჭარის მუნიციპალიტეტის 10 დადგენილება.
აღნიშნულ ნორმატიულ აქტებზე „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში გაიცა სამართლებრივი დასკვნა 13 ნორმატიულ აქტზე, მათ შორის, ქ. თბილისის თვითმმართველობის ორგანოების (საკრებულო/მთავრობა/მერი) 9 ნორმატიულ აქტზე, ხულოს მუნიციპალიტეტის 1, ქედის მუნიციპალიტეტის 2 და აჟარის მუნიციპალიტეტის 1 დადგენილებაზე. სამართლებრივ დასკვნებში მითითებული შენიშვნები გათვალისწინებულ იქნა 1 სამართლებრივი აქტის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 13 მარტის №3 დადგენილება გამოცხადდა ძალადაკარგულად.
საანგარიშო პერიოდში ნორმატიული აქტების გასაჩივრების საჭიროება არ წარმოშობილა.
ასევე, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონის მე 7 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი კონსულტაციისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს არ მოუმართავთ.
ანგარიში შედგენილია „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონის მე 11 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.