საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 9 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2014-10-09

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 30 საკითხი, დაემატა - 4 საკითხი, მოიხსნა - 1 საკითხი, დამტკიცდა 33 საკითხი. დღის წესრიგი
მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა 2014-2015 წლების ზამთრის სეზონში სათბობი საშუალებებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების მიზნით სოციალური დახმარების შესახებ", რომლის თანახმად, სოციალურად დაუცველი დევნილები ზამთრის პერიოდში, გასათბობი საშუალებების შესაძენად, ერთჯერადად 200 ლარს მიიღებენ.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარისთვის დაფინანსების განხორციელების შესახებ, რომელიც მაკულატურის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას გულისხმობს. საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური