საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 19 სექტემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილეს, გადაიდო 2 საკითხი დაემატა - 15 საკითხი, დამტკიცდა - 49 საკითხი. დღის წესრიგი
მთავრობის წევრებმა იარაღის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ასაკი 18-დან 23 წლამდე გაიზარდება,, სანადირო თოფის 18-დან 21 წლამდე. თუ პირი ს/ს პასუხისგებაში იმყოფებოდა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამო, იარაღის დარეგისტრირებას ვერ შეძლებს. ასევე, იარაღი არ გაიცემა ადმინისტრაციული წესით ნარკოტიკის და ალკოჰოლის მოხმარების გამო დაჯარიმებულ პირზე, სასჯელის ამოწურვამდე. იარაღის აღებისას ჩატარდება გამოცდა, იარაღის მფლობელი ყოველ წელს გაივლის ტესტირებას (რამდენად აკმაყოფილებს კანონის ნორმებს, იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, სამ თვეში ერთხელ, იარაღის მფლობელი შსს-ს აცნობებს, რა მდგომარეობაშია და სად ინახება მისი იარაღი).
მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, მთავრობის თბილისის მერიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი გადაიბარა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური