საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 14 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-08-14

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილეს. გადაიდო 2 საკითხი, დაემატა - 2 საკითხი, დამტკიცდა - 30 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდება. მთავრობის კაბინეტის წევრებმა მოიწონეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,აგროდაზღვევის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ."


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური