საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 14 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-04-14

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 26 საკითხზე იმსჯელა, დამატებითი შესწავლის მიზნით გადაიდო 3 საკითხი, დაემატა 4 საკითხი, დატკიცდა 27 საკითხი. დღის წესრიგი
მთავრობამ მოიწონა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი, რომელიც საურავების დაკისრების ახალ მექანიზმს გულისხმობს, კერძოდ, პირს ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაეკისრება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, არაუმეტეს 500 ლარისა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარდგენილიდ ადგენილების პროექტის თანახმად კი, მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 8 სოფლის ამბულატორია მოეწყობა. პროექტისთვის 250 ათასი ლარი დაიხარჯება.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლების წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოს შესყიდვის წესი. შედეგად, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლებში - დიდი ხურვალეთი, გუგუტიანთკარი, კოშკა, დიცი, მერეთი და ზარდიანთკარი, ხაშურის მუნიციპალიტეტში - წაღვლი, ხოლო ქარელის მუნიციპალიტეტში - ატოცსა და კნოლევში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების საკითხი მოგვარდება.
ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის დღევადელ სხდომაზე 2014-2018 წლებში ცოფის პრევენციასთან დაკავშირებული პროექტი წარადგინა. პროექტი შინაური ცხოველების გარდა, თავშესაფრებში მყოფი და მოხეტიალე ცხოველების ვაქცინაციას ითვალისწინებს და 2015 წლიდან დაფინანსდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური