საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2014 წლის სხდომები

2014 წლის 7 თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2014 წლის 7 თებერვალს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 41 საკითხი განიხილეს, დაემატა 1 საკითხი, დამტკიცდა 42 საკითხი.
დღის წესრიგი.
მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, მკაცრდება საჯარიმო სანქციები სამედიცინო კლინიკების მიმართ, თუკი პაციენტთან შეთანხმების გარეშე მას დაარეგისტრირებენ გეგმიურ მომსახურებაზე. საყოველთაო დაზღვევაში ჩართულ პაციენტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
ამას გარდა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინციატივით, დამტკიცდა მიუსაფარ პირთა დროებითი თავშესაფრის ფუნქციონირების მინიმალური სტანდარტები, კვების ორგანიზების ნორმები, დროებითი თავშესაფრის შინაგანაწესი, პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები და მიუსაფარი პირების ვალდებულებები.
დღესვე, მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის მიხედვითაც ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შესაბამის სამინისტროებს დაევალათ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის, ანგარიშების მომზადება და შესრულების მონიტორინგი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური