საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში

2014-09-12

1 2 3

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 11-12 სექტემბერს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.
აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა. პირისპირ შეხევდრის დასრულების შემდეგ კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს დელეგაციის წევრებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას, არტურ რასი-ზადეს, როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ესტუმრა ალიევის ცენტრს და ძველი ქალაქის ქუჩებში გაისეირნა.
12 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ბაქოში „თეთრი ქალაქის" პროექტს გაეცნო, რომელიც სასტუმროებს, საცხოვრებელ სახლებს და სარეკრეაციო ზონებს აერთიანებს. მთავრობის მეთაური, დელეგაციის წევრებთან ერთად ასევე ეწვია თავდაცვითი მრეწველობის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას - ADEX-2014.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი, პარლამენტის წევრები, ზურაბ ტყემალაძე და მახირ დარზიევი, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური