საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში

 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 28-29 აგვისტოს თურქეთში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური 28 აგვისტოს ანკარაში თურქეთის მე-12 პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე მიწვეული იყო საზეიმო მიღებაზე, რომელიც ინაუგურაციის სტუმრებისთვის ანკარაში გაიმართა.
29 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი თურქეთში საქართველოს საელჩოს ეწვია. მთავრობის მეთაურს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში ირაკლი კოპლატაძემ უმასპინძლა.
პრემიერმა საელჩოს მოწყობასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს აქვთ მოტივაცია წარმატებული საქმიანობისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა საელჩოს თანამშრომლებთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.