საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს ეწვია

  3 4

2საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21-22 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ზვარტნოცის აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიით დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა სომეხ კოლეგასთან, რის შემდეგაც საქართველოს და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომეხმა კოლეგამ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანთან. ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დელეგაცია ქალაქ ერევანის ბრენდის კომპანიის კონიაკის ქარხანას ეწვია, ასევე დაათვალიერა უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტის - მატენადარანის ექსპონატები.
საქართველოს დელეგაციამ სომხეთი 22 აგვისტოს დატოვა. დელეგაციაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.