საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვია

2014-05-28

1

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 28 მაისს სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მთავრობის მეთაურის შეხვედრა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
მზად ვართ წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, რათა ევროკავშირთან ერთად ვაშენოთ საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერთან და უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს "აღმოსავლეთ პარტნიორობით" გახსნილი პერსპექტივის განხორციელების თვალსაზრისით.
"27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა წარმატება უსურვა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე.
გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აახენის მერიაში გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო, ასევე სიტყვით გამოვიდა კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზე, რომლის დასრულ
ების შემდეგ აახენის მოსახლეობას მიესალმა და მათ წარმატებები უსურვა.