საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები
  • 10 დეკემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრის განცხადება

    ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით.

  • 10 დეკემბერი 2014
    პრემიერ–მინისტრის ინიციატივა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისა და რეორგანიზაციის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, დავით სუჯაშვილს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.

  • 10 დეკემბერი 2014
    წლევანდელი ბიუჯეტი 100%–ით იქნება შესრულებული

    წლევანდელი ბიუჯეტი 100%-ზე იქნება შესრულებული და ცოტა მეტის იმედი გვაქვს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • 09 დეკემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია

    საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის უპრეცედენტო ზრდა, ლარის კურსის გამყარება, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები იყო მთავარი თემები, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა

  • 09 დეკემბერი 2014
    ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული გმირები სამხედრო პატივით დაკრძალეს

    ბაბუშერას აეროპორტში, თვითმფრინავის აფეთქებისას, ერთი ოჯახიდან დაღუპული ოთხი ქართველი გმირი - ვასიკო და ნუკრი წიკლაურები და თემურ და ზურაბ ზალდასტანიშვილები თბილისში, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

  • 09 დეკემბერი 2014
    პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა

    საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის III კვარტალში 508 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 99 პროცენტით აღემატება 2013 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მაჩვენებელს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 09 დეკემბერი 2014
    ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა

    ის ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 08 დეკემბერი 2014
    სამუშაო შეხვედრა მინისტრთა კაბინეტთან

    მიმდინარე და 2015 წლისთვის დაგეგმილი პროექტები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტთან გამართა.

  • 08 დეკემბერი 2014
    დაზვერვის სამსახური განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

    საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ქართული სპეცსამსახურების ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებასა და განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ახალ სასწავლო ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.

  • 08 დეკემბერი 2014
    სამუშაო შეხვედრა გუბერნატორებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს.

<<  6 7 8 9 10   >>