საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-27

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი, საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.
საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს უკრაინაში და სხვა სამთავრობო ვიზიტებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური