საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

რედკოს საცხოვრებელი კომპლექსის დათვალიერება ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-21

გათოვლიანების ახალმა სისტემამ მოიტანა ახალი შესაძლებლობები; გუდაურში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ აქ აშენდეს თანამედროვე სტანდარტის სასტუმროები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ გუდაურში კომპანია "რედკოს" სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის დათვალიერებისას განაცხადა. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ გუდაურში, სასტუმროებთან ერთად, უკვე აპარტოტელებიც შენდება.
დეველოპერულმა კომპანიამ "რედკო" ინვესტირება გუდაურში 2 წლის წინ დაიწყო. პირველი კომპლექსი გაიხსნა 2013 წლის დეკემბერში და მისი საინვესტიციო თანხაა 6 მილიონი დოლარი, მეორე და მესამე პროექტების მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, რომელთა საინვესტიციო თანხა 9 მილიონი დოლარია. 2015 წელს კი კომპანია გუდაურში 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური