საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

ღვინის ქალაქი გუდაური 2014 ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-21

    

ღვინის ტურიზმი საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუდაურში ყოფნის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაური დღეს ღონისძიებას-"ღვინის ქალაქი გუდაური 2014" დაესწრო. მან დამსწრეთ სეზონის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ღვინის ტურიზმის ხელშეწყობასთან ერთად, კურორტის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.
"სასიამოვნოა, რომ „ღვინის ქალაქი" გუდაურში აღნიშნავს სამთხო-სათხილამური სეზონის გახსნას და სტუმრებს უმასპინძლდება. ამ ტიპის ღონისძიებები კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, ტურისტებს მეტ მრავალფეროვნებას ვთავაზობთ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, ღონისძიების სტუმრებთან ერთად, ქართული ღვინოები დააგემოვნა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური