საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პაკისტანელ ხალხს უსამძიმრებს ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-17

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პაკისტანელ კოლეგას ქალაქ პეშავარში სამხედრო საჯარო სკოლაში განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ 2014 წლის 16 დეკემბერს პაკისტანის ქალაქ პეშავარში სამხედრო საჯარო სკოლაში განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის 132 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში, ჩვენ პაკისტანელი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახების ტკივილსა და დიდ მწუხარებას", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური