საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

სადღესასწაულო მიღება დიპლომატიური კორპუსისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-17

 1 2

2014 წლის მიღწევები, 2015 წლის გეგმები და პრემიერ-მინისტრის მადლობა დიპლომატებს, - ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მეუღლესთან ერთად სადღესასწაულო მიღებაზე უმასპინძლა.

ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, კანონის უზენაესობის დამკვიდრება და მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა, მეტი ინვესტიცია ქვეყანაში - 2014 წლის მიღწევებია.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ 2015 წელს საქართველო კიდევ უფრო მეტს მიაღწევს.

„ჩემი მიზანია, 2015 იყოს ნამდვილი „შრომის წელიწადი". მე და ჩემი გუნდი ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრება გაუმჯობესდეს, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მშვიდობიანი მომავალი. ყოველი დღე ოდნავ უკეთესი იქნება, ვიდრე წინა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოგალერეა