საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2014-12-11

საქართველოსა და სომხეთის მეგობრული ურთიერთობები, ორ ქვეყანას შორის მოქმედი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნება და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება იყო ძირითადი თემები, რომლებზეც საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს პირისპირ შეხვედრისას იმსჯელეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰოვიკ აბრაჰამიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები.
„ჩვენ, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას, გვამოძრავებს ურყევი ნება და მისწრაფება, გავაგრძელოთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ", - განაცხადა შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური