საქართველოს მთავრობა – სტატისტიკა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა 2014 წლის იანვარი-ივნისის საანგარიშო პერიოდში

2014 წლის იანვარი-ივნისის საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობის კანცელარიში რეგისტრირებულია სულ 183 წერილობითი განცხადება, აქედან საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ პასუხი გაეცა 157 მოთხოვნას; 24 განცხადება ზემოაღნიშნული კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს; ერთ შემთხვევაში მიღებულია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ერთ შემთხვევაში კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად;
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით შემოსულ მოთხოვნებზე საქართველოს მთავრობის კანცელარია რეაგირებას ახდენდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებისა და ვადების მოთხოვნათა დაცვით.