საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამა ფართოვდება ამოსაბეჭდი ვერსია

ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის" სახელმწიფო პროგრამა გააფართოვა.

გაფართოებული პროგრამა ითვალისწინებს 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო სახნავი და, ახლა უკვე, სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთების (რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები) მოიჯარეთა მიერ პრივატიზებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გაიჯარებული ქონებრივი აქტივების ეკონომიკურ ბრუნვაში აქტიურ ჩართვას.

აღნიშნული ცვლილებით გაჩნდება შესაძლებლობა, დამატებით, კერძო საკუთრებაში გადავიდეს 11 ჰა-მდე სახნავ-სათიბი მიწა, რომელთა ჯამური საპრივატიზაციო ღირებულება 100 მლნ ლარზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა დაახლოებით 2206 კერძო მოიჯარეს შეეხება.

ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აუცილებელი დამატებითი ფინანსური აქტივების მოსაზიდად სათანადო გარემოს შექმნას.