საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

2021-01-17

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

ახალაშენებულ სკოლაში მოეწყო თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული კლას-კაბინეტი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სახელოვნებო სივრცეები და სასადილო.

ასევე, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო სარეკრეაციო სივრცე.

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა:

  • აშენდა 30 სკოლა;
  • 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;
  • განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია;
  • განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
  • დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.