რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთზე უკვე მე-6 ახალი გვირაბი გაიჭრა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-01-13

რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთზე უკვე მე-6 ახალი გვირაბი გაიჭრა (უბისა-შორაპნის მონაკვეთი, სოფელი შროშა).

  • სოფელ შროშაში გაჭრილი გვირაბის სიგრძე 885 მეტრია და რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ამ დრომდე გაჭრილ გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.

 

პროექტის ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს 39 გვირაბზე (სულ მოეწყობა 53 გვირაბი).

ასევე მიმდინარეობს 53 ხიდის სამშენებლო სამუშაოები (სულ აშენდება 96 ხიდი).


✅ რიკოთის სამუშაოებზე დასაქმებულთაგან 2000-მდე პირი საქართველოს მოქალაქეა.
✅ რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის მანძილს შეამცირებს 30 კილომეტრით, მგზავრობის დროს კი გაანახევრებს.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დროს არ შეჩერებულა არც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი.

 

  • აშენდა 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი;
  • რეაბილიტირდა და შეკეთდა 580 კმ გზა.