საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში საჯარო სკოლა აშენდა

2021-01-12

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში საჯარო სკოლა აშენდა. 120 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

✅ სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, სპორტული დარბაზი, ღია სპორტული მოედანი და რეკრეაციული ზონა.


  • სკოლის შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.

 


✅ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობდა:

  • აშენდა 30 სკოლა;
  • 60 სკოლის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება;
  • განხორციელდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაცია;
  • განხორციელდა 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
  • დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი.