2021-01-08
აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა, სადაც ბინა 39-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მიიღო.
სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ქედაშიც, ბინები დამატებით 20 ოჯახს გადაეცემა.
აჭარაში ასევე მიმდინარეობს მასშტაბური სოციალური პროექტი - ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობა. საცხოვრებელი კომპლექსი 582 ბინისგან შედგება. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას ემსახურება.
2016 წლიდან დღემდე აჭარაში ბინა უსასყიდლოდ 504 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.