საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ქუთაისს EURO 5-ის სტანდარტების უკვე 36 ავტობუსი ჰყავს

2020-12-27

რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი, EURO 5-ის სტანდარტების ავტობუსიდან 36 ავტობუსი ქუთაისს უკვე გადაეცა, ჯამში ქუთაისი 60 ავტობუსს მიიღებს.

ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას, მათ შორის ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემითაა აღჭურვილი.

პროექტი მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ თანამდეროვე, უსაფრთხო და კომფორტული მუნიციპალური ტრანსპორტით. ყველა ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი ავტობუსები, მნიშვნელოვანია ეკოლოგიის დაცვის თვალსაზრისითაც.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას - თელავისა და ფოთისთვის - 10-10 ავტობუსი, ზუგდიდისთვის - 25, გორისთვის - 30, რუსთავისთვის - 40, ხოლო ქუთაისისთვის 60 ერთეული ავტობუსი.

ავტობუსების განაწილება დაწყებულია და სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა. ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს კი მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.