კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 10 ახალი შენობა აშენდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-11-10

კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 10 ახალი შენობა აშენდა, აქედან 6 უკვე გაიხსნა, 4 შენობის გახსნა კი წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 28 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 25 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.