საქართველოს მთავრობა – სიახლეები

თელავს ახალი 8.5-მეტრიანი ავტობუსები ჰყავს

2020-10-28

თელავს აქამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ გააჩნდა;

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავს 8.5-მეტრიანი, 5 ახალი ავტობუსი გადაეცა.

ახალი ავტობუსები 50 მგზავრზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის;

175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს-30, ზუგდიდს-25, რუსთავს-40, ხოლო ქუთაისს-60 ერთეული ავტობუსი

პროგრამას ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ავტობუსები სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა.