საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-24

ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა.

იმერეთის რეგიონში დაიხურა კიდევ 28 ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვროდნენ.

მიმდინარე წლის ბოლოს, ქუთაისში კიდევ 111 ბინა განაწილდება.

ბოლო 8 წლის განმავლობაში ჯამში, 200-მდე ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, ჯამში სახლები 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა.