საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად რეგისტრაცია დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-25

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად რეგისტრაცია დაიწყო ელექტრონული პორტალზე https://student.moh.gov.ge/

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაფინანსება გაიცემა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.

სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და ამავდროულად მათი სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, დახმარებას მიიღებენ ავტომატურად და პორტალზე რეგისტრაცია არ სჭირდებათ.

ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვს მშობელსაც, იმ შემთხვევაში თუ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში" რეგისტრირებულია მშობელი და არა სტუდენტი შვილი, ხოლო სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150000-ზე.

რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 1 ნოემბრამდე.

იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://student.moh.gov.ge/.../instruction.f6a4c6d7.pdf