საქართველოს მთავრობა – სიახლეები

წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსში ბინები კიდევ 140-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო ამოსაბეჭდი ვერსია


წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსში ბინები კიდევ 140-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო. წყალტუბოში, დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინა, დამატებით, 420 ოჯახს გადაეცემა.

კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო მოედნები, რეკრეაციული სივრცეები და ავტოსადგომი მოეწყო, გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, გარე განათება დამონტაჟდა და სანიაღვრე სისტემები გაიმართა. ორივე კორპუსს აქვს პანდუსები და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა სახლი.