საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ბათუმში 3400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი აშენდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-27

ბათუმში 3400 მაყურებელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდა - სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

✅ დაახლოებით 23 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე მოწყობილ სპორტულ კომპლექსში სხვადასხვა სპორტული სახეობების სექცია განთავსდება:
სპორტული ტანვარჯიშისა და მხატვრული ტანვარჯიშის
ჭიდაობის
სპორტული ცეკვების
ჭადრაკის
ტაეკვონდოს
ქართული საბრძოლო ხელოვნების
კრივის
ასევე, მოეწყობა უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი.

სპორტსმენები ამორტიზებული შენობის ნაცვლად თანამედროვე კომპლექსში ვარჯიშს შეძლებენ.

სპორტული კომპლექსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ამ ეტაპზე სპორტული კომპლექსის შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები, განათების , გათბობა-გაგრილების და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი მიმდინარეობს. მოეწყობა ღია ავტოსადგომიც.

✅ აღსანიშნავია, რომ აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ტურიზმის განვითარება - სრულდება 20 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა.