საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სახელმწიფოს მხარდაჭერით ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა ამოსაბეჭდი ვერსია

სოფელ ნოსირში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ინტერაგრომ"  10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა

პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში, კომპანიამ ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 230,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „ინტერაგრო" შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიცაა. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ, ბაღის გაშენებისთვის,  500,000 ლარის აგროკრედიტი მიიღო; 200,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.  

საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა  გაშენებული.

მიმდინარე წელს, ქვეყნიდან, დაახლოებით, 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული

2015 წლიდან,   დღემდე 10,000 ჰა-ზე შექმნილია   მრავალწლოვანი ხეხილისა და კენკროვანი კულტურების ბაღი და სანერგე მეურნეობა.

ცხელი ხაზი  1501