საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი რეისებს შეასრულებენ ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-06

საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი რეისებს შეასრულებენ.

რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით:

13 ივლისი - ვარშავა
15 ივლისი - ბარსელონა
17 ივლისი - რომი
22 ივლისი - პარიზი
28 ივლისი - ათენი

რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14 დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.