საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მარტივდება გადასახადის ადმინისტრირების პროცესი ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-25

საგადასახადო სისტემის დახვეწის უწყვეტი პროცესი მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით მიმდინარეობს.

წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ცვლილებები შედის საგადასახადო ადმინისტრირებაში:

 

  • უქმდება 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური;
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის მარტივდება საქონლის ჩამოწერის წესი;
  • სავაჭრო ობიექტებს ეძლევათ შესაძლებლობა არ დაბეგრონ სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი.

 

შედეგად, გადამხდელებისთვის, რომლებთაც მოწესრიგებული აღრიცხვა აქვთ, მარტივდება გადასახადის ადმინისტრირების პროცესი, მცირდება ბიზნესის ფინანსური და დროის დანახარჯი.

ეს ინიციატივა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი მთავრობისა და ბიზნესის თანამშრომლობისა, რომელიც სრულად ასახავს ბიზნესის ინტერესებს და შედგენილია სწორედ ბიზნესის მხრიდან დაყენებული წინადადებებისა და მოსაზრებების შესაბამისად.