საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საკარანტინო სივრცეების შექმნის შედეგად სამუშაო ადგილი 2500-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნდა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-05-30

საკარანტინო სივრცეების შექმნის შედეგად სამუშაო ადგილი 2500-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნდა

საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, პრევენციისთვის საკარანტინო სივრცეების გამოყენების მიმართულებით. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, კარანტინის რეჟიმის დაწესება იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების შესაკავებლად. 

საკარანტინო სივრცეების შექმნა ადრეულ ეტაპზევე დაიწყო და მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან.

პროცესში ჩაერთო, ქვეყნის მასშტაბით ჯამში 85 სასტუმრო (6650 - მდე ოთახი). დღეის მდგომარეობით, სავალდებულო კარანტინი 23 000-ზე მეტმა ადამიანმა დაასრულა.